Accentnews.ge
ევროკავშირი ახალ სანქციებს რუსეთის 100-ზე მეტ მოქალაქეს დაუწესებს

ევროკავშირი ახალ სანქციებს რუსეთის 100-ზე მეტ მოქალაქეს დაუწესებს

09/03/2022 13:08:10 ევროპა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა, რაც 100ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს შეეხება.

ბორელის თქმით, ახალი პაკეტი რუსეთის ეკონომიკაზე დამატებით სანქციებსაც მოიცავს.

„სანქციების ახალი პაკეტი განსახილველად წარვუდგინეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. პაკეტი მოიცავს 100-ზე მეტ ოფიციალურ ადამიანს, რუსეთის ნომენკლატურის წარმომადგენელს. ეს პაკეტი ასევე მოიცავს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს“ - განაცხადა ბორელმა.

დღეს დილით, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შეთანხმდნენ სანქციების ახალ პაკეტზე. ამჟამად დამატებითი სანქციები განხილვაზეა და საბოლოო სია, სავარაუდოდ დღეს საღამოს გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S