Accentnews.ge
"48 საათში შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს" – კულება ლიდერებს რადიაციის შესახებ აფრთხილებს

"48 საათში შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს" – კულება ლიდერებს რადიაციის შესახებ აფრთხილებს

09/03/2022 13:02:00 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს.

როგორც კულება ამბობს, რუსული ძალების მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში.

"ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება "ტვიტერზე".

კულებას ცნობით, "რუსეთს მარიუპოლში 400 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ მძევლად ჰყავს, ის ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებასა და ევაკუაციას":

"განურჩეველი დაბომბვა გრძელდება. თითქმის 3 000 ახალშობილი ბავშვი ვერ იღებს წამლებსა და საჭმელს. მე სამყაროს მოქმედებისკენ მოვუწოდებ! აიძულეთ რუსეთს, მოქალაქეებისა და ბავშვების წინააღმდეგ ეს ბარბაროსული ომი შეწყვიტოს".

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსმა ჯარისკაცებმა სადგურის მიმართულებით ცეცხლიც გახსნეს, იყო ხანძარი.

ცნობისთვის: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 8 მარტს განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S