Accentnews.ge
„მაქსიმალურს გამოვწურავთ“ – კულებამ ლავროვთან შეხვედრამდე საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა

„მაქსიმალურს გამოვწურავთ“ – კულებამ ლავროვთან შეხვედრამდე საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა

09/03/2022 11:58:41 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულება თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე დიდ იმედებს არ ამყარებს.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქმედებების, პარტნიორების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად და რუსეთის იზოლაციის გათვალისწინებით, თავად ამ მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციებით მიდის.

„ჩვენ ძლიერები, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ, მაქსიმალურს გამოვწურავთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.

ბოლოს რას მივიღებთ – ეს უკვე სხვა საკითხია. ეს მათ შორის იმაზეცაა დამოკიდებული, რა ინსტრუქციებით და დირექტივებით მოდის ლავროვი მოლაპარაკებებზე. ვიმედოვნებ, ის ამ მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად მიუდგება და არა პროპაგანდისტული პერსპექტივიდან“,– აღნიშნავს კულება და დასძენს, რომ მისი მოლოდინი მოკრძალებულია:

„დიდ იმედებს არ ვამყარებ, მაგრამ მაქსიმუმს გამოვწურავთ. ჩვენი ინტერესია: შეწყდეს ცეცხლი, გათავისუფლდეს ჩვენი ტერიტორიები და მესამე პუნქტი – რუსული არმიის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაპირობების გარეშე გადაწყვეტა“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთში ერთმანეთს 10 მარტს შეხვდებიან. თავად რუსეთში ამ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანს უწოდებენ.

მე–14 დღეა, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს. რუსული ძალები ბომბავენ არა მხოლოდ სამხედრო ნაწილებს, საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. დასტურდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც. 2 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S