Accentnews.ge
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე იქნება

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე იქნება

08/09/2019 08:24:04 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე იქნება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის კონკურსში ესმა გუმბერიძემ მან 6 სექტემბერს გაიმარჯვა.

"ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.

პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" -ს კორდინირებას გააგრძელებს ,,ახალგაზრდობის სააგენტო’’ - აცხადებენ სამინისტროში. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S