Accentnews.ge
„მაცხოვრებლების წყალობით, ხარკოვში მტრის 500 ერთეული ტექნიკა განადგურდა“

„მაცხოვრებლების წყალობით, ხარკოვში მტრის 500 ერთეული ტექნიკა განადგურდა“

09/03/2022 11:34:38 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გააგრძელონ მტრის ტექნიკის მოძრაობის მონიტორინგი და მონაცემების შესაბამისი არხით გადაცემა, რადგან, მათი თქმით, მხოლოდ გუშინ ღამით რუსული ძალის დაახლოებით 500 ერთეული ტექნიკის ერთ ადგილზე განადგურება მოხერხდა:

„ოფიციალური ჩატბოტი t.me/stop_russian_war_bot კიდევ ერთხელ დაეხმარა ჩვენს სამხედროებს მტრის ლიკვიდაციაში, ამჯერად, ხარკოვის რეგიონში“.

პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, ქვეყანაში პარტიზანული მოძრაობა გააქტიურდა: რიგითი მოქალაქეები აკვირდებიან რუსული ძალების გადაადგილებას, შესალებლობის შემთხვევაში თავად ერთვებიან მათ განიარაღებასა თუ ტექნიკის მოპარვაში, ხოლო თუ მსხვილ ჯგუფთან აქვთ საქმე, ინფრმაციას შესაბამის უწყებებს აწვდიან.

მე–14 დღეა, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს. რუსული ძალები ბომბავენ არა მხოლოდ სამხედრო ნაწილებს, საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. დასტურდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც. 2 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S