Accentnews.ge
Imperial Tobacco თამბაქოს პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთში  ფუნქციონირება შეაჩერა

Imperial Tobacco თამბაქოს პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთში  ფუნქციონირება შეაჩერა

09/03/2022 11:19:37 მსოფლიო

მსხვილი ბრიტანული კომპანია Imperial Tobacco რუსეთში გაყიდვებსა და წარმოებას აჩერებს.

„ბოლო მოვლენების შემდეგ ჩვენ რუსეთში ყველა ოპერაცია შევაჩერეთ. ეს მოიცავს ვოლგოგრადში, ჩვენს ქარხანაში წარმოების შეჩერებას და ნებისმიერი გაყიდვებისა და მარკეტინგული საქმიანობის შეწყვეტას“, - განაცხადეს კომპანიაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „რუსეთში საერთაშორისო სანქციების და სერიოზული დარღვევების შედეგად შექმნილი უკიდურესად მძიმე ვითარების ფონზე“.

ამასთან, კომპანია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას გააგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S