უკრაინა, მათ შორის ხორბლის, შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტს კრძალავს
09/03/2022 11:19:26 მსოფლიო
უკრაინის მთავრობა რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს.
მტავრობის დადგენილების თანახმად, უკრაინიდან აკრძალულია შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, შაქრის, მარილის, ხორბლის, ხორცის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი.
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა რომან ლეშჩენკომ თქვა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა "ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად".
ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.
სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური ფირმის Gro Intelligence-ს ინფორმაციით, მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის 30% რუსეთსა და უკრაინაზე (ერთობლივად) მოდის.
- რა შემოაქვს საქართველოს უკრაინიდან
უკრაინიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის, ფოლადის, მედიკამენტების, არმატურის, შოკოლადისა და კაკაოს, პურისა და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის, კოპტონისა და სხვა მყარი ნარჩენების, გაზირებული შაქრიანი სასმელებისა და ხორცის იმპორტი ხორციელდება.
ამავე თემაზე: „რიტეილ ასოციაცია“: "პანიკის საფუძველი არ არსებობს, პროდუქციის მარაგები არის".


