Accentnews.ge
პოდოლიაკი: "ზელენსკი თავდასხმის 10–ზე მეტ მცდელობას გადაურჩა"

პოდოლიაკი: "ზელენსკი თავდასხმის 10–ზე მეტ მცდელობას გადაურჩა"

09/03/2022 11:10:15 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმას 10–ზე მეტ მცდელობას გადაურჩა,– იუწყება უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი მიხეილ პოდოლიაკი.

„ჩვენი უცხოელი პარტნიორები 2–3 მცდელობაზე საუბრობენ. მე კი ვთვლი, რომ მსგავსი მცდელობა ათზე მეტჯერ იყო, რადგან მუდმივად გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია დივერსანტებზე, რომელთაც სამთავრობო კვარტალში შესვლა სურთ და ა.შ. ჩვენ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ძალიან მძლავრი ქსელი გვაქვს. ისინი აკვირდებიან ამ ყველაფერს და ახდენენ ამ ჯგუფების ლიკვიდაციას. ანუ ჩვენ ვიცით ამ გეგმების შესახებ და მათზე ჩვენი კონტრდაზვერვა მუშაობს.

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, არ შემიძლია რიგ დეტალებზე საუბარი. ეს რისკები არსად გამქრალა.

დასავლეთის დაზვერვა ამბობს, რომ პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკი იყო",– განაცხადა პოდოლიაკმა.

ბრიტანული გამოცემა "The Times" –ის ცნობით, პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ ზელენსკის მკვლელობის მინიმუმ სამი მცდელობა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S