Accentnews.ge
ბრიტანეთში რუსული თვითმფრინავი დააკავეს

ბრიტანეთში რუსული თვითმფრინავი დააკავეს

09/03/2022 10:30:16 ევროპა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესების შემდეგ პირველი რუსული თვითმფრინავი დააკავა,– იუწყება Sky News ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრ გრანტ შაპსზე დაყრდნობით.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ძიება გასარკვევად, თუ ვინაა თვითმფრინავის რეალური მფლობელი.

„ერთ-ერთი ასეთი თვითმფრინავი ფარნბოროს აეროპორტშია, რომლის კონფისკაციაც მოვახდინე, ვიდრე ჩვენ ვახორციელებთ გამოძიებას“,– განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ფრენა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S