რუსულ ბანკებს მოქალაქეებისთვის ნაღდი ფულის მიყიდვა აეკრძალათ
09/03/2022 09:59:11 მსოფლიო
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტასთან დაკავშირებით ახალი წესი შემოიღო დასავლეთის მიერ რუსეთისვის უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე.
კერძოდ, ბანკებს მოქალაქეებისთვის ნაღდი ფულის მიყიდვა ეკრძალებათ, ხოლო ანგარიშიდან არაუმეტეს 10 000 დოლარის მოხსნაა შესაძლებელი, დანარჩენი თანხის – რუბლში.
წესები, რომელსაც რუსეთის ბანკმა დროებით უწოდა, ნათქვამია, რომ ძალაშია ექვსი თვის განმავლობაში – 9 მარტიდან 9 სექტემბრამდე იმოქმედებს.
ამავე შეტყობინების მიხედვით, მომხმარებელთა თანხები შეინახება, ხოლო მათზე წვდომა შემოფარგლული იქნება 10 ათასი დოლარის ფარგლებში:
„დროებითი წესის მოქმედების პერიოდში ბანკები მოქალაქეებს ნაღდ ფულს არ მიჰყიდიან“,– ნათქვამია შეტყობინებაში და განმარტებულია, რომ ნაღდი ფულის ვალუტის რუბლით შეცვლა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოცულობაში იქნება შესაძლებელი.


