ანალიტიკოსები: "რუსეთი ნავთობისთვის მყიდველებს ვერ პოულობს"
09/03/2022 09:40:39 მსოფლიო
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ინფორმაციით, რუსეთის პორტებიდან ექსპორტირებული ნავთობის უმეტესი ნაწილი გაუყიდველი რჩება. ხოლო JP Morgan-ის ცნობით, რუსული საზღვაო ნავთობის დაახლოებით 70% ცდილობს მყიდველების პოვნას,– წერს Reuters.
ანალიტიკოსების ნავთობის ფასის ზრდას ელიან, თუმცა მათი პროგნოზით, ეს არ იქნება კრიტიკული ზრდა.
„ველით, რომ სპეკულაციური შესყიდვები მალე შენელდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხული დგება, როდესაც საწვავზე მოთხოვნა მცირდება“, - აღნიშნა Nissan Securities-ის კვლევების გენერალურმა მენეჯერმა.
ერთი დღით ადრე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სრული აკრძალვა რუსული ნავთობისა და გაზის ყველა იმპორტის შესახებ.
EIA–ს მონაცემებით, 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა თვეში საშუალოდ დაახლოებით 20,4 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა რუსეთიდან, რაც აშშ-ს თხევადი საწვავის იმპორტის დაახლოებით 8%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, მედია წერს, რომ ევროკომისიას აქვს გეგმა, წელსვე ჩაანაცვლოდ რუსული გაზის იმპორტის 70%-ზე მეტი თხევადი ბუნებრივი აირის, სუფთა ენერგიისა და გაზსაცავების საშუალებით.


