Accentnews.ge
"ეს პირველი ნაბიჯია საშინელი ომის დასრულებისკენ"

"ეს პირველი ნაბიჯია საშინელი ომის დასრულებისკენ"

07/09/2019 18:37:20 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან პატიმრების გაცვლა "საშინელი ომის დასრულებისკენ პირველი ნაბიჯია". ამის შესახებ მან კიევის ბორისპოლის აეროპორტში განაცხადა. 

"ეს საშინელი ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი დასრულდეს და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ",-თქვა ზელენსკიმ.  

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვლადიმირ პუტინს "ნორმანდიული ოთხეულის" ფარგლებში შეხვდება და ომის დასრულების საკითხზე ისაუბრებენ. 

რუსეთისა და უკრაინის მიერ პატიმრების გაცვლას გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ტრამპმა გაცვლა ძალიან კარგ სიახლედ, "მშვიდობისკენ გადადგმულ პირველ უზარმაზარ ნაბიჯად" შეაფასა, მერკელის თქმით კი მომხდარი "მშვიდობის ნიშანია".  

ცნობისთვის: 7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. დღის პირველ ნახევარში, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი უკრაინული სიმბოლოკით, დაახლოებით, იგივე დროს კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა რუსეთის სცეპიალური საავიციო დანაყოფის თვითმფრინავი რასია. ორივე თვითმფრინავში 35-35 პატიმარი იმყოფებოდა. სიაში მოხვდა რეჟისორი ოლეჰ სენცოვი.  რომელიც სხვებთან ერთად დაბრუნდა კიევში.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S