Accentnews.ge
კიევი: „8 მარტს უკრაინაში 14 500 ადამიანი შემოვიდა, მათგან 12 000–მდე უკრაინელია“

კიევი: „8 მარტს უკრაინაში 14 500 ადამიანი შემოვიდა, მათგან 12 000–მდე უკრაინელია“

09/03/2022 09:18:54 ევროპა

გასული დღე–ღამის განმავლობაში სამშობლოში 12 000 უკრაინელი დაბრუნდა და მალე თავდაცვის ძალებს შეუერთდება,– იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 14,5 ათასი ადამიანი შემოვიდა, მათგან თითქმის 12 000 უკრაინელია, რომლებიც მალე შეუერთდებიან თავდაცვის ძალებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამემამულეებით, რომელთაც სამშობლოს დაცვა სურთ!"– ნათქვამია შეტყობინებაში.

ამასთან, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 8 მარტს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დასავლეთ ნაწილში გადაკვეთა 120 ათასზე მეტმა ადამიანმა და თითქმის 15 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ. ინდიკატორები აჩვენებს, რომ მგზავრთა მოძრაობა წინა დღესთან შედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

უწყება აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთისთვის საგუშაგოები ასევე უნდა შეირჩეს უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და მოლდოვის საზღვრებზე:

„ამჟამად, ამ ქვეყნებთან გამშვები პუნქტები თითქმის ცარიელია ან მინიმალური გადატვირთულია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S