Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

09/03/2022 08:50:33 ევროპა

უკრაინის შეიაეაღებული ძალების გენშტაბი მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ამ ინფორმაციით მიხედვით, 9 მარტის მდგომარეობით რუსული ძალის დანაკარგი ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 12 ათასზე მეტი ადამიანი,
  • ტანკები - 317,
  • BBM - 1070,
  • საარტილერიო სისტემები - 120,
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 56,
  • საჰაერო თავდაცვა - 28,
  • თვითმფრინავი - 49,
  • ვერტმფრენები - 81;
  • საავტომობილო ტექნიკა - 482,
  • გემები / ნავები - 3,
  • საწვავის ავზები - 60,
  • ოპერატიული და ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 7.

გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ მონაცემები ზუსტდება, რადგან დათვლა საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობით ართულებს.

მე–14 დღეა, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს. რუსული ძალები ბომბავენ არა მხოლოდ სამხედრო ნაწილებს, საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. დასტურდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც. 2 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S