Accentnews.ge
ჩინური "წითელი ჯვარი" უკრაინას 5 მლნ იუანის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

ჩინური "წითელი ჯვარი" უკრაინას 5 მლნ იუანის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

09/03/2022 08:59:14 მსოფლიო

ჩინური "წითელი ჯვარი" უკრაინას 5 მლნ იუანის (787 000 დოლარის) ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S