უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები რამდენიმე მიმართულებით ამოქმედდა
09/03/2022 08:52:04 მსოფლიო
უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები რამდენიმე მიმართულებით ამოქმედდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
დერეფნები შემდეგი მიმართულებითაა გახსნილი:
1) ენერგოდარი - ზაპოროჟიე;
2) სუმი - პოლტავა;
3) მარიუპოლი - ზაპოროჟიე;
4) ვოლნოვახა - პოკროვსკი;
5) იზიუმი - ლოზოვაია;
6) ვორზელი, ბუჩა, ბოროდიანკა, ირპენი, გოსტომელი — კიევი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


