Accentnews.ge
მთვრალმა რუსმა სამხედროებმა ჩერნობაევკაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

მთვრალმა რუსმა სამხედროებმა ჩერნობაევკაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

09/03/2022 08:28:27 ევროპა

ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკაში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი,– იუწყება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ადგილობრივებზე დაყრდნობით.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, რუსებმა სამხედროებმა სოფლის მაღაზია გაძარცვეს, მოიპარეს ალკოჰოლი და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებმა ცეცხლი გახსნეს სახლების მიმართულებით.

ამასთან, მათივე მონათხრობით, სამხედროებთან კამათში შესულ მამაკაცებს ესროლეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სოფელში შეშინებულები არიან, ახლა ძირითადად სარდაფებს აფარებენ თავს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 7 მარტს საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის სარდლობამ გამოაცხადა უკრაინის არმიის მიერ ჩერნობაევკას აეროდრომზე 30-ზე მეტი რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

მე–14 დღეა, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს. რუსული ძალები ბომბავენ არა მხოლოდ სამხედრო ნაწილებს, საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. დასტურდება აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტებიც. 2 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S