Accentnews.ge
სუმში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა

სუმში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა

09/03/2022 08:36:49 მსოფლიო

სუმში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ სუმის რეგიონალურმა გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა.

მან რუსული ძალები "მასობრივ მკვლელობაში" დაადანაშაულა.

"სამი ბომბი ჩამოაგდეს ერთ საღამოს. ეს იყო საშინელი ღამე",– განაცხადა ჟივიცკიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ სახლში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ექვსი სახლი მთლიანად დაინგრა და დაახლოებით 20 – ნაწილობრივ.

ბოლო მონაცემებით, სუმის დატოვება 5 000-მდე ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S