Accentnews.ge
თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩაზე ნებართვის გარეშე აშენებული შენობის დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩაზე ნებართვის გარეშე აშენებული შენობის დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს

09/03/2022 08:05:08 საზოგადოება

თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩაზე ნებართვის გარეშე აშენებული შენობის დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დემონტაჟის სამუშაოებს 2 კვირა დასჭირდება.

"ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მიმდინარეობდა კონკრეტული შენობა-ნაგებობის მშენებლობა. შეთანხმებული იყო სხვა პროექტი და დაამატეს ერთი სართული, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მიდგომებს და დამოკიდებულებას ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძველი თბილი განსაკუთრებით სენსიტიური თემაა ჩვენთვის და მე მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ ამ ფორმით ამ პროექტის განხორციელება ვერ და არ მოხდებოდა. ამის შემდეგ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად სიცრუეს და სიყალბეს გადმოსცემენ, თვითონ ადამიანები არიან ყალბი, შესაბამისად, არაფერს გავუტარებთ ამ ადამიანებს, არანაირ სიცრუეს და საზოგადოებას მივაწვდით სწორ ინფორმაციას. პირველი მე ვიყავი, რომელმაც ამ პროექტის ამგვარად განხორციელებაზე უარი თქვა და გამოვედი და საჯაროდ დავგმე. შესაბამისად, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. ამ წუთში მიმდინარეობს ზედა სართულის დემონტაჟის სამუშაოები, რომელიც განხორციელდა შეთანხმების გარეშე. 2 კვირა დაჭირდება დემონტაჟის სამუშაოებს და პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს და განხორციელდება იმგვარად, როგორც შეთანხმებული იყო. როგორც არცერთ ადამიანს არ მიეცემა საშუალება სახელმწიფო მიწები დაიტაცონ და შემდგომ უკანონო მშენებლობები განახორციელონ, ასევე ნებისმიერ უკანონო მშენებლობას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. სხვათა შორის, ამ პროექტზე 2009 წელს იყო სამშენებლო ნებართვა გაცემული“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S