უკრაინაში საბრძოლველად ჩასულ უცხოელებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებენ
09/03/2022 06:02:49 მსოფლიო
უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩადიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.
„თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთი პირები დაინტერესებულები არიან უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა ასეთ შესაძლებლობას“,- განაცხადა იენინმა
უკრაინაში საბრძოლველად უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქეა ჩასული.


