Accentnews.ge
აშშ პოლონეთში „პატრიოტის“ ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს  განათავსებს

აშშ პოლონეთში „პატრიოტის“ ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს განათავსებს

09/03/2022 06:00:31 მსოფლიო

აშშ პოლონეთში „პატრიოტის“ ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს განათავსებს, - იუწყება CNN აშშ-ის ევროპული სარდლობის პრესსპიკერ ადამ მილერზე დაყრდნობით.

მან აღნიშნა, რომ ეს თავდაცვითი ღონისძიება, რომელიც ნატო–ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ერთგულებას ეფუძნება და „არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს რაიმე შეტევით ოპერაციებს":

”ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას და ჩვენი მოკავშირეების გამხნევებას".

„პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეუძლია, ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, საბრძოლო თვითმფრინავების და ფრთოსანი რაკეტების განადგურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S