Accentnews.ge
დღეს ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ისტორიული ვიზიტით ეწვევა

დღეს ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ისტორიული ვიზიტით ეწვევა

08/03/2022 20:19:16 მსოფლიო

დღეს თურქეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ეწვევა.

იგი ისრალეის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც თურქეთში 2008 წლის შემდეგ ჩავა. ეს ვიზიტი 3 თებერვალს უკრაინაში გაფრენამდე პირადად პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა დააანონსა.

ანკარის საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებია გადაგმილი. ორი ქვეყნის ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის შესახებ მოსაზრებებს გაცვლიან.

ცნობისთვის: თურქეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა 2010 წელს, ხომალდ "Mavi Marmara"-ზე ისრაელის სამხედროების გადასხმის შემდეგ დაიწყო. ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების ფონზე კრიზისი გამწვავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S