Accentnews.ge
ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას სიტყვით მიმართა: "ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, უკრაინა არ დანებდება"

ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას სიტყვით მიმართა: "ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, უკრაინა არ დანებდება"

08/03/2022 17:39:33 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას ამ წუთებში სიტყვით მიმართავს.

მან პირობა დადო, რომ "უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს“.

"გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებსა და ქუჩებში. უკრაინა არ დანებდება. ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ის, რაც გვაქვს, რაც ჩვენია – ჩვენი ქვეყანა, უკრაინა ისევე, როგორც თქვენ არ გინდოდათ თქვენი ქვეყნის დაკარგვა, როდესაც ნაცისტებს სურდათ მისი აღება და თქვენ მოგიწიათ ბრძოლა ბრიტანეთისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაკეტონ უკრაინის ცა და დაუწესონ მეტი სანქციები რუსეთს.

"ომში 15-ზე მეტი ბავშვია დაღუპული. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც შეეძლოთ, ცხოვრება გაეგრძელებუნათ", – დასძინა მან.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან. ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S