Accentnews.ge
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს

აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს

08/03/2022 16:27:28 მსოფლიო

აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაააკეთა.

„ჩვენ არ ვიქნებით პუტინის ომის სუბსიდირების ნაწილი“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

"ზოგ ქვეყანას არ შეუძლია, შემოუერთდეს ამ სანქციებს. ჩვენ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა მაშინ, როცა სხვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მათთან გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა შევამციროთ მათი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანები ჩვენს მიზანში, გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინსა და მისი ომის მანქანაზე. ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რათა პუტინს დამატებითი დარტყმა მივაყენოთ. მაგრამ ფასის გადახდა ჩვენც მოგვიწევს. მე ადრეც ვთქვი, რომ თავისუფლების დასაცავად ფასის გადახდა ჩვენც დაგვჭირდება. რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ესმით ეს", - განაცხადა ბაიდენმა.

გაზის ფასების გაზრდის შიშის მიუხედავად, ხსენებულ გადაწყვეტილებას აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S