Accentnews.ge
დენისოვა: "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა, 76 დაშავდა"

დენისოვა: "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა, 76 დაშავდა"

08/03/2022 15:20:08 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 41 ბავშვი დაიღუპა, 76 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

იგი აცხადებს, რომ გასულ დღეებში, ხარკოვში რუსული არმია 30 საშუალო სკოლას, 27 საბავშვო ბაღს, 5 უმაღლესი განათლების დაწესებულებას და ბავშვთა პანსიონატებს დაესხა თავს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი მარიუპოლსა და ვოლნოვახაში. მისი ინფორმაციით, ამ ქალაქებთან წვდომა რუსული ჯარების ალყის გამო შეუძლებელია.

უკრაინის სახალხო დამცველი NATO-ს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს:

"მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა ზომა რათა შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდასხმა. მე დაჟინებით ვთხოვ NATO-ს ქვეყნებს - დახურეთ ცა!".

ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S