
თბილისში, ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
08/03/2022 15:13:55 საზოგადოება
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსიდან ხანდაზმული ქალის უვნებლად გამოყვანა შეძლეს.