Accentnews.ge
მედია: ევროკომისიას სურს, რუსული გაზის იმპორტის 70%-ზე მეტი ჩაანაცვლოს

მედია: ევროკომისიას სურს, რუსული გაზის იმპორტის 70%-ზე მეტი ჩაანაცვლოს

08/03/2022 14:36:51 ევროპა

ევროკომისიას აქვს გეგმა, წელსვე ჩაანაცვლოდ რუსული გაზის იმპორტის 70%-ზე მეტი თხევადი ბუნებრივი აირის, სუფთა ენერგიისა და გაზსაცავების საშუალებით, იწუყება Reuters.

"მომავალი ზამთრისთვის რუსული გაზის დიდი ნაწილის ჩანაცვლება რთული იქნება. კომისიას მხოლოდ წელს მისი 112 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება სურს", - აღნიშნავს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები სამიტზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება, სეთანხმდებიან რუსულ ენერგორესურსებზე უარის ეტაპობრივად თქმაზე.

მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ ევროკავშირი ვერ შეაჩერებს რუსული ნახშირწყალბადების შესყიდვას და მოხმარებას, მიუხედავად მოწოდებისა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S