Accentnews.ge
ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ომის დასრულების გზები განიხილა

ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ომის დასრულების გზები განიხილა

08/03/2022 14:26:31 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ–მინისტრთან კრემლის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების გზები განიხილა,– ამის შესახებ ზელენსკი Twitter–ზე წერს.

"ვესაუბრე ნაფტალი ბენეტს. მადლობა გადავუხადე მოლაპარაკებების პროცესში ისრაელის ძალისხმევისთვის. განვიხილეთ ომის და ძალადობის დასრულების გზები“,– წერს პრეზიდენტი.

5 მარტს ცნობილი გახდა, ისრაელის პრემიერ–მინისტრი, რომელსაც მოკავშირეული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, კრემლში შეხვდა ვლადიმირ პუტინს და უკრაინაზე ესაუბრა, შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა. ასევე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს.

მე–13 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S