Accentnews.ge
ისტორიაში პირველად, იაპონია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავდაცვით საშუალებებს აწვდის

ისტორიაში პირველად, იაპონია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავდაცვით საშუალებებს აწვდის

08/03/2022 14:04:16 მსოფლიო

იაპონიაში უკრაინის ელჩი სერგეი კორსუნსკი აზიური ქვეყნებიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ იუწყბა და ამბობს, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თავდაცვითი საშუალებების მიწოდების თაობაზე.

„დღეს, 8 მარტს შედგა ქვეყნებსშორისი შეთანხმების ხელმოწერა იაპონიასა და უკრაინას შორის შეიარაღებული ძალებისთვის თავდაცვითი საშუალებების მიწოდების თაობაზე. კონკრეტულად: ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, კარვები, ზამთრის სამოსი, მედიკამენტები. ასევე გენერატორები, კამერები, სხვადასხვა ხელსაწყოები საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად. იაპონიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი ქმედება მოხდა. მინდა, იცოდეთ, რომ იაპონია უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევს უკრაინას“.

ცნობისთვის: იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. იმავდროულად, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ უკრაინაში მოგზაურობას.

მე–13 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S