
რუსულმა ძალებმა ნიკოლაევში ბავშვთა სახლის მიკროავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი, არის მსხვერპლი
08/03/2022 13:52:48 ევროპა
8 მარტს რუსულმა ძალებმა ნიკოლაევში, რაიონული ცენტრიდან ახლოს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მიკროავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი. არის მსხვერპლი, – იუწყებიან ადგილობრივები.
როგორც აღინიშნა, თავდასხმა კიროვოგრადის მაგისტრალზე მოხდა.
პერსონალი მიკროავტობუსით მოძრაობდა, რათა კოლეგები შეეცვალათ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში. მათ გზაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დახვდათ "Z" ნიშნით, რომელთაც ცეცხლი გახსნეს.
სამი აღმზრდელი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი დაიჭრა, თავად ტრანსპორტი დაიწვა.