მედია – აშშ რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს
08/03/2022 13:57:29 მსოფლიო
აშშ რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს, – იუწყება Bloomberg.
Bloomberg–ს გარდა, მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა The Associated Press-მა.
მისი ცნობით, ვაშინგტონმა ეს საკითხი უკვე განიხილა ევროკავშირთან, მაგრამ ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამ ნაბიჯის გადადგმას ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


