![კრემლმა პროპაგანდისტული ბუკლეტების დარიგება დაიწყო, რომელშიც უკრაინის რუსეთთან მიერთების აუცილებლობაზეა საუბარი [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/2f1456c5-a13c8046b55f155fc159e5f94c947e04.jpg)
კრემლმა პროპაგანდისტული ბუკლეტების დარიგება დაიწყო, რომელშიც უკრაინის რუსეთთან მიერთების აუცილებლობაზეა საუბარი [ფოტო]
08/03/2022 13:36:49 ევროპა
რუსი სამხედროები ბერდიანსკში პროპაგანდისტულ ბუკლეტებს ავრცელებენ, – იუწყება მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
ბუკლეტებში, რომელთაც მოსახლეობას ურიგებენ, საუბარია უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე.
ასევე საუბარია უკრაინის დენაციფიკაციისა და მცდელობაა უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის. კერძოდ, ირწმუნებიან, რომ სწორედ უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა 28 თებერვალს.
„მივმართავთ მათ, ვისთვისაც რუსეთი სულერთი არაა. ამხანაგებლო, ჩვენი საქმე სამართლიანია!“,– ნათქვამია ბუკლეტში.
მე–13 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.