
რუსული ძალები უკრაინელი თანამდებობის პირების მოქრთამვას ცდილობენ
08/03/2022 13:20:02 ევროპა
რუსული ძალები კონკრეტული უკრაინელი თანამდებობის პირების მოქრთამვას ცდილობენ. კიდევ ერთი მსგავსი მცდელობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა და მტკიცებულების სახით მოკლეტექსტური შეტყობინების „სქრინიც“ წარმოადგინა.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ტერეხოვმა სიტუაცია არ უნდა მიიყვანოს ჰუმანიტარულ კატასტროფამდე და უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შესთავაზეს, დაუკავშირდეს ტელეგრამის კონკრეტულ არხს.
საპასუხოდ მერი წერს: "Иди на х*й!".
"მეც მივიღე იგივე შინაარსის შეტყობინება, რაც სამხარეო ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებმა. არ ვრეაგირებ, რადგან რაზე შეიძლება, ვისაუბროთ?" - კომენტარი გააკეთა ტერეხოვმა.
მანამდე ანალიგიური შეტყობინების შესახებ ირპინის მერმაც ისაუბრა.