„ჩვენებს არ ვტოვებთ, მხოლოდ მათ ცხედრებს!“, „დედებო! თქვენი შვილები „ფეიკები“ არიან“– რუსეთში „z200“ აქცია გაიმართა
08/03/2022 12:59:43 მსოფლიო
„რუსები რუსებს არ მარხავენ!“, „ჩვენებს არ ვტოვებთ, მხოლოდ მათ ცხედრებს!“, „დედებო! თქვენი შვილები „ფეიკები“ არიან“– რუსეთში ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომთან დაკავშირებით აქცია „z200“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებრივი ინიციატივა „მიცვალებულთა პარტია“ იყო.
”ახლა უამრავი ახალი ადამიანი მოდის ჩვენთან, მიცვალებულთა სამყაროში, ყოველდღე უფრო და უფრო მეტი. ომის ნისლში ძნელია იმის დანახვა, თუ ვინ რომელ მხარეს არის - ხშირად ეს არის სხეულები, რომლებიც აღარ არიან.
ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მიცვალებულთა შორის იერარქიების აგებას, ვიღაცის ბრწყინვალე დაკრძალვის მიღმა მალავს რა განუსაზღვრელი რაოდენობის თითქმის უსახელო ჩრდილებს, რომლებიც "ყალბად" გამოახადეს“.


