Accentnews.ge
საქართველომ ხორბალი შესაძლოა, ყაზახეთიდან ან რუმინეთიდან შემოიტანოს

საქართველომ ხორბალი შესაძლოა, ყაზახეთიდან ან რუმინეთიდან შემოიტანოს

08/03/2022 12:08:09 საზოგადოება

საქართველომ ხორბალი შესაძლოა, ყაზახეთიდან ან რუმინეთიდან შემოიტანოს. ამის შესახებ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ორი თვის მარაგი არსებობს.

"საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის 90 პროცენტი რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყანას სანქციები ადევს და საქართველოდან უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება შეუძლებელია. ხორბლისა და ფქვილის ორთვიანი მარაგი საქართველოს დაეხმარება ახალ ბაზარზე მარტივად გადაერთოს. ამ შემთხვევაში განიხილება ყაზახეთი და რუმინეთი, სადაც ფასი უფრო მაღალია. ხორბლის გარეშე ქვეყანა არც ერთ ვარიანტში არ იქნება. ფასი იქნება მაღალი, მაგრამ ხორბალი იქნება შემოტანილი. ამის გარანტია არის... თუ ფასებმა დაიწყო მერყეობა, გადავდივართ სახელმწიფოს პრეროგატივაზე. მათთან შეხვედრის დროს ითქვა, რომ მეპურეებთან მიმართებაში, გარკვეულწილად, სუბსიდირებით ჩაერევა", – განაცხადა სილაგავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S