Accentnews.ge
მოსკოვი დუბლინისგან რუსეთის საელჩოს ჭიშკრის დაზიანებისთვის განმარტებებსა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

მოსკოვი დუბლინისგან რუსეთის საელჩოს ჭიშკრის დაზიანებისთვის განმარტებებსა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

08/03/2022 12:35:00 მსოფლიო

მოსკოვი დუბლინისგან რუსეთის საელჩოს ჭიშკრის დაზიანებისთვის განმარტებებსა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

"უკვე დავიბარეთ ელჩი და ირლანდიის ხელისუფლებას მობოდიშებასთან ერთად, ზარალის სრულად ანაზღაურება მოვთხოვეთ. მისგან ასევე ინციდენტის ობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოველით", - განაცხადეს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: 7 მარტს დუბლინში სატვირთო ავტომანქანამ საელჩოს ჭიშკარი შეანგრია და რუსეთის დიპწარმომადგენლობის ეზოში შევარდა.

მძღოლი დაკავებულია, თუმცა როგორც რუსული მხარე ირწმუნება, ინციდენტის დროს ირლანდიური პოლიცია უმოქმედოდ იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S