
სროლა და ტანკები: სუმიდან ევაკუაცია შეფერხდა
08/03/2022 12:10:46 ევროპა
სუმში, ე.წ „მწვანე დერეფნის“ მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა რუსული ძალების მხრიდან რეგიონული ცენტრის გასასვლელის დაბომბვის გამო.
როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ახლა ქალაქგარეთ ბრძოლა მიმდინარეობს.
კერძოდ, რუსული ძალები ახორციელებენ სროლებს ტანკებიდან და ტყვიამფრქვევიდნა. საგუშაგოდან, სადაც ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის ძალები არიან განლაგებული, ყველა მანქანა ქალაქში ბრუნდება. ამასთან, ადამიანები, რომლებიც ქალაქიდან გასვლას აპირებდნენ, სუმში ფეხით ბრუნდებიან.
სუმიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დილიდან დაიწყო. ერთ-ერთმა საევაკუაციო კოლონამ მოასწო პოლტავას რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა.
იხილეთ ასევე: რუსეთი მარიუპოლიდან ევაკუაციას დაბომბვებით აფერხებს