
„რუსული ძალები უკრაინაში სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ბომბავენ“
08/03/2022 11:55:47 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული ძალები ბომბავენ სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების – საბერძნეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანის და ალბანეთის შენობებს.
"რუსული ძალების მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დაბომბვის შედეგად მარიუპოლში დაზიანდა შენობა, რომელშიც განთავსებულია საბერძნეთის საკონსულო და ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისი. დაზიანდა ან განადგურდა სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის საპატიო საკონსულოების შენობები ხარკოვში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიების შენობებზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციებს.
საელჩო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებში ეს დეტალებიც მოხვდება, რათა რუსეთს საკუთარი ქმედებებისთვის მაქსიმალური სასჯელი დაეკისროს.