
"შევცდით და ვწუხვართ": Royal Dutch Shell რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას წყვეტს
08/03/2022 11:34:36 ევროპა
ენერგეტიკული გიგანტი Royal Dutch Shell აჩერებს ბაზარზე რუსული ნავთოვბის შესყიდვას და მუშაობს მიწოდებიდან რუსული ნავთობის სრულად ამოღებაზე,– ამის შესახებ კომპანიის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, გასულ კვირას შეგვეძინა რუსული ნედლი ნავთობი ისეთი პროდუქტების გადასამუშავებლად, როგორიცაა ბენზინი და დიზელის საწვავი - მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდით მიწოდების უსაფრთხოებაზე - არასწორი იყო და ბოდიშს ვიხდით“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია გეგმავს ამ ნავთობიდან მიღებული თანხის გადარიცხვას უკრაინელების დასახმარებლად შექმნილ ფონდში:
„მიუხედავად ამისა, კომპანიამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა ბაზარზე და არ განაახლოს კონტრაქტები“.
იმავდროულად, კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან განიხილავს მიწოდების ჯაჭვიდან რუსული ნავთობის ამოღებას:
„ვეცდებით, ეს რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ, მაგრამ ფიზიკური მდებარეობის და ალტერნატივების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ამას შეიძლება კვირები დასჭირდეს და გამოიწვიოს შემცირებული გამტარუნარიანობა ჩვენს ზოგიერთ გადამამუშავებელ ქარხანაში“, - განმარტა კომპანიამ.
ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ რუსეთში ყველგვარ ოპერაციებ ყწვეტს.