Accentnews.ge
პუტინის მეგობრად მიჩნეული სალვინი პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ჩავიდა და უკრაინაშიც გეგმავს ვიზიტს

პუტინის მეგობრად მიჩნეული სალვინი პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ჩავიდა და უკრაინაშიც გეგმავს ვიზიტს

08/03/2022 11:10:40 ევროპა

იტალიის ულტრამემარჯვენე ლიგის ლიდერი მატეო სალვინი, რომელიც ჯერ კიდევ ცნობილია როგორც პუტინის გულშემატკივარი, პოლონეთში ჩავიდა იტალიაში უკრაინელი ლტოლვილების გადასაყვანად,– იუწყება Euractiv.

სალვინმა, რომელიც წარსულში ადიდებდა პუტინს და ფოტოც გადაიღო პუტინის გამოსახულებიან მაისურში, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო.

იტალიელი ულტრამემარჯვენე ლიდერი ახლა ამბობს, რომ სურს, უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს მათ მასპინძელ ქვეყნებს.

„სხვადასხვა ორგანიზაციასთან მაქვს კომუნიკაცია, რომელთა მიზანია იტალიაში ათეულობით ქალის, ქვრივისა და ობლის ჩამოყვანა“, – განაცხადა იტალიის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა.

სალვინთან ერთად პოლონეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგაციის შემადგენლობაში სამი იტალიელი დეპუტატიც იყო, რაც, მათი თქმით, წარმოადგენს ორგანიზაციის მხარდაჭერას ქვეყნისადმი, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა.

სალვინი ასევე გეგმავს, ეწვიოს უკრაინას, რათა აღნიშნოს საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკაში ცვლილება რუსეთის მხრიდან მეზობელზე განხორციელებული აგრესიის გამო.

2014 წელს იტალიელმა პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S