Accentnews.ge
ზელენსკი: „დიალოგისთვის მზად ვარ, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის“

ზელენსკი: „დიალოგისთვის მზად ვარ, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის“

08/03/2022 09:44:41 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ შესთავაზა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს დიალოგი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზადაა კომპრომისი მოიძებნოს, მათ შორის ნატო–ს კონტექსტში, თუმცა კაპიტულაციას არ აპირებს,– ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News–თან ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა მზად, სეასრულოს რუსეთის მოთხოვნები: ლუგანსკი და დონეცკი აღიაროს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, ყირიმი ცნოს რუსეთის ნაწილად, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი.

„პირველ რიგში, მე მზად ვარ დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად დანებებისთვის, რადგან ეს არ მეხება მე, ეს ეხება იმ ხალხს, ვინც მე ამირჩია.

რაც შეეხება ნატოს, ეს საკითხი მას შემდეგ „გაცივდა“, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად.

ალიანსს ეშინია საკამათო საკითხებისა და რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს, იყოს ქვეყანა, რომელიც „დაჩოქილი ითხოვს რამეს“:

„ჩვენ არ ვაპირებთ, ასეთი ქვეყანა ვიყოთ! მე არ მსურს, ვიყო ასეთი პრეზიდენტი!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S