
სუმიდან ხალხის კოლონა დაიძრა
08/03/2022 09:15:24 ევროპა
რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული სუმიდან „მწვანე დერეფნით“ ევაკუაციის პირველი ეტაპი დაიწყო,– იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო.
სატრანსპორტო კოლონა სუმიდან პოლტავასკენ დაიძრა.
მანამდე ხარკოვის მერმა განაცხადა, რომ რეგიონიდან 600 000–მდე ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა აღნიშნა, რომ ირპენში მძიმე მდგომარეობაა.
თავად ირპენის მერმა აღნიშნა, რომ მას ქალაქის დანებებისა და ფულის გამომუშავებისთვის 21–საათიანი ვადა მისცეს:
„მივიღე შეტყობინება დამპყრობლებისგან ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მუქარით და ირპინის სრული დანებების მოთხოვნით. მიკვირს, რომ ამ ურჩხულებს ჯერ ვერ გაუგიათ - ირპინი არ ნებდება, ირპინი არ იყიდება, ირპინი იბრძვის! საპასუხო შეთავაზება მაქვს: 24 საათში დატოვონ ირპენის თემის ტერიტორია და გადავარჩინოთ რამდენიმე ათასი რუსი წვევამდელი ჯარისკაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთაც შინ ელით დედა, და, ქალიშვილი, ბებია“.
ჰუმანიტარული დერეფანი დროებით, 21 საათით არის გახსნილი. მარშრუტი შეთანხმებული ხალხის ევაკუაციისთვის: სუმიდან, გოლუბოვკადან, ლოხვიცადან, ლუბნიდან, პოლტავადან. მარშრუტის გასწვრივ, შესაბამისი კოლონების გადაადგილების ნებისმიერი დაბრკოლება უნდა მოიხსნას როგორც ხალხისთვის, ისე ჰუმანიტარული ტვირთისთვის, რომელიც მიეწოდება სუმს. ჰუმანიტარული ტვირთით კოლონა ქალაქ სუმის მიმართულებით გადავა მარშრუტით: ლოხვიცა, ანდრიაშევკა, რომნი, ნედრიგაილოვი, სუმი.