Accentnews.ge
"უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღება რუსეთსაც და უკრაინასაც დააზარალებს"

"უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღება რუსეთსაც და უკრაინასაც დააზარალებს"

08/03/2022 08:53:33 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, "უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღება რუსეთსაც და უკრაინასაც დააზარალებს".

როგორც მან აღნიშნა, ნატო–ს მიერ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემორების შემთხვევაში ვერც უკრაინული თვითმფრინავები იფრენენ.

"თუ ჩვენ გვექნება აკრძალული ზონა, იქ ვერავინ იფრენს. ამის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია, ვუზრუნველვყოთ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. ეს არის იგივე მიზნის მიღწევის კიდევ ერთი გზა", – განაცხადა უოლესმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.

"ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების საკითხი, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ნატო–ს თვითმფრინავებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში არ უნდა იმოქმედონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S