Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი რუსული ძალების დანაკარგის შესახებ იუწყება

უკრაინის გენშტაბი რუსული ძალების დანაკარგის შესახებ იუწყება

08/03/2022 07:36:18 ევროპა

უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგად რუსული ძალების დანაკარგმა 12 000 ადამიანი შეადგინა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალამ დაკარგა 303 ტანკი, 1036 ჯავშანტექნიკა, 120 საარტილერიო სისტემა, 56 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 27 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 474 მანქანა, 3 ხომალდი.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ჯერ კიდევ იხვეწება, რადგან გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S