გაერო–მ მოსკოვში ექსპერტები გაგზავნა ჰუმანიტარული დერეფნების განსახილველად
08/03/2022 07:28:03 მსოფლიო
გაერომ რუსეთში ექსპერტები გააგზავნა, რათა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან განიხილონ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის საკითხი ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის,– განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტმა.
ექსპერტები მოსკოვში 8 მარტს მიემგზავრებიან.
მისი თქმით, „ისინი იმუშავებენ რუს სამხედროებთან სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის გასაუმჯობესებლად, გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციების გასაფართოებლად“.
მანამდე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან, 8 მარტს, 10:00 საათზე კიევის, ხარკოვის, მარიუპოლის, სუმისა და ჩერნიგოვის მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნები გახსნან.


