დღეს ნატო–ს გენერალური მდივანი ლატვიას ეწვევა
08/03/2022 06:45:11 მსოფლიო
დღეს ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ლატვიას ეწვევა.
ალიანსის ინფორმაციით, რიგაში სტოლტენბერგი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ ეგილს ლევიტს.
შემდეგ გენერალური მდივანი გაემგზავრება ადაჟის სამხედრო ბაზაზე, სადაც ნატო–ს ჯარებს ლატვიის პრემიერ–მინისტრთან, კანადის პრემიერ–მინისტრთან და ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტთან ერთად მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე წარმოდგენილობას ზრდის.


