ჩეხეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს
08/03/2022 06:00:03 მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცემს ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს, რუსეთის შეჭრის დროს გამოჩენილი სიმამაცის და გაბედულების გამო.
„უკრაინის პრეზიდენტმა გამოავლინა სიმამაცე და გაბედულება, დარჩა რა საკუთარ ქვეყანაში მიუხედავად იმია, რომ ევაკუაცია შესთავაზეს,“- განაცხადა ზემანმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ასევე ხელი მოაწერა ევროკავშირის ლიდერების განცხადებას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას.


