მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 723 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
08/03/2022 05:58:25 მსოფლიო
მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 723 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს "ეკონომიკური კრიზისიდან დაუყოვნებლივ გამოსასვლელად".
დახმარება მოიცავს "თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს", 489 მლნ დოლარის ოდენობის სესხსა და გარანტიებს, IBRD-სგან, ნიდერლანდებისგან და შვედეთისგან. ასევე, დახმარებაში შედის 134 მლნ დოლარის გრანტები და 100 მლნ დოლარს პარალელური დაფინანსება იაპონიისგან.
"სწრაფი მხარდაჭერა დაეხმარება მთავრობას უკრაინის მოქალაქეებისთვის კრიტიკული სერვისების მიწოდებაში, კერძოდ, გადაუხადოს ხელფასი სამედიცინო პერსონალს, პენსიები მოხუცებს და სოციალური შეღავათები მოსახლეობის დაუცველ სეგმენტს, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


