
რუსეთი "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის სანქცირების გამო "ჩრდილოეთ ნაკადი-1"-თან მიმართებაში "სარკისებრი პასუხით" იმუქრება
07/03/2022 20:36:23 ევროპა
რუსეთი "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის სანქცირების გამო "ჩრდილოეთ ნაკადი-1"-თან მიმართებაში "სარკისებრი პასუხით" იმუქრება.
როგორც ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, "მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა რუსეთს სრული უფლება აქვს, ევროპის ენერგოკრიზისთან დაკავშირებით რუსული მხარისადმი უსაფუძვლო ბრალდებებისა და "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის სანქცირების გამო ემბარგო დაადოს გაზის გატარებას "ჩრდილოეთ ნაკადი-1"-ით, რომელიც სადღეისოდ მაქსიმალურადაა დატვირთული».
მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთს აგრესიისთვის სანქციებს უწესებენ. სანქციებს შორის მოყვა პუტინის საამაყო პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი 2", რომლის მეშვეობითაც ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეღო.