ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მხარდაჭერით მორიგი რუსი ბიზნესმენი გამოდის
07/03/2022 20:25:18 მსოფლიო
ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მხარდაჭერით მორიგი რუსი ბიზნესმენი გამოდის.
ვლადიმირ ლისინი ადაიანურ მსხვერპლს "ყოვლად გაუმართლებლად" მიიჩნევს და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწესებენ სანქციებს, რაც მათ შორის კრემლთან დაახლოებულ ოლგარქებსაც შეეხო. ბოლო დღეებში რუსეთს მასობრივად ტოვებენ რუსეთის მოქალაქეები.


